კასპში სპორტული კომპლექსი გაიხსნა

კასპში, საერთაშორისო სატანდარტების მქონე სპორტული კომპლექსი გაიხსნა. აშენდა კალათბურთის ახალი დარბაზი, აღდგა სასტუმრო, ჭიდაობის წრიული და ფიტნესდარბაზები.
სპორტულ კომპლექსში ძალოსნობის სპორტული დარბაზიც იფუნქციონირებს. ამიერიდან, საერთაშორისო სატანდარტების სპორტული კომპლექსი მუნიციპალიტეტის ასობით ახალგაზრდას მოემსახურება, რომელიც ასევე მაღალი დონის სპორტულ შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს. კომპლექსის რეაბილიტაცია-მშენებლობა 2015 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდა.
დარბაზის გახსნას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი კასპის მუნიციპალიტეტში ირაკლი მეზურნიშვილი, შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი და ვიცე პრეზიდენტი ნოდარ სირბილაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი, სპორტსმენები, აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

16443381_10154387627379779_891181735_n

16425430_10154387627394779_357813847_n

16426556_10154387627374779_1178046773_n

16402309_10154387627384779_188087901_n

16425338_10154387627389779_1751167821_n

16402346_10154387627369779_1009286972_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები