გუგული მაღრაძე: თუ მოსმენებთან დაკავშირებით შეიქმნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

“თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ მოსმენებთან დაკავშირებით, ცალკე სტრუქტურა შეიქმნება, ეს უნდა გაითვალისწინონ გუნდის წევრებმაც”, – ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.
მაღრაძე პოზიტიურ ნაბიჯად თვლის მოსმენებთან დაკავშირებით ცალკე სტრუქტურის შექმნას, თუმცა მიაჩნია, რომ საკითხი მსჯელობის და კონსენსუსის შედეგად უნდა შეჯერდეს. „ეს წინადადება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, როცა ეს საკითხი განიხილებოდა, ძირითადი თემა იყო ის, თუ სად იქნებოდა გასაღები. უცებ გადასვლა საკმაოდ რულია ასეთ სტრუქტურაზე. ამ ეტაპზე, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, თუ ეს იქნება დამოუკიდებელი სამსახური, თუმცა ეს საკითხი ჯერ ისევ საკამათოა, მთლად დამოუკიდებელი იქნება, თუ რომელიმე ორგანიზაციას შეუერთდება. პიროვნულად, შეიძლება გქონდეს სხვა მოსაზრება, მაგრამ უნდა გაითვალისწინო გუნდის პოზიცია“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები