ტრამპის ბრძანებულება მიგრანტებთან დაკავშირებით ანგელა მერკელმა გააკრიტიკა

 გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპის ბრძანებულება გააკრიტიკა, რომელმაც 7 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ჩასვლა აუკრძალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. „ტერორიზმთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს ასეთ ქმედებას რომელიმე რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ, ამ შემთხვევაშ საუბარია მუსლიმანებზე“ – განაცხადა მერკელმა. კანცლერის განცხადებით, ტრამპის ბრძანებულება ლტოლვილებისთვის დახმარების საერთაშორისო პრინციპებს ეწინააღმდეგება. ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა უფლებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები