“ბავშვთა სამყაროს” შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ უკანა ტერიტორიაზე ცეცხლი კვლავ გაღვივდა. “ვაგზლის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან დაზარალებულები.
როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ განუცხადა, ცეცხლის კერა „ბავშვთა სამყაროს“ უკანა მხარეს გაღვივდა.
შს სამინისტროს საგანგებო მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ცალკეული კერების ლოკალიზება მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო ბრიგადები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები