იოზეფ ჰებელსის პირადი მდივანი მიუნხენში 106 წლის ასაკში გარდაიცვალა
ნაცისტური გერმანიის ყოფილი თანამშრომელი ბრუნჰილდა პომზელი მიუნხენში 106 წლის ასაკში გარდაიცვალა. პომზელი ნაციონალურ-სოციალისტური პარტიის მთავარი ოდეოლგის, იოზეფ ჰებელსის პირადი მდივანი იყო.
ბოლო დრომდე ბრუნჰილდა პომზელი თავისი სამუშაოს შესახებ არაფერს ამბობდა. რამდენიმე წლის წინ მან განაცხადა, რომ ნაცისტებთან მუშაობის პერიოდში მან საკონცენტრაციო ბანაკების და ჰოლოკოსტის შესახებ არაფერი იცოდა, ხოლო მოგიანებით მას სინდისი ქენჯნიდა.
პომზელმა ასევე დაწერა, რომ მესამე რეიხის პერიოდის გერმანიაში ეროვნული ნიშნით ჩადენილი მკვლელობები მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.