“თბილსერვის ჯგუფი” თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღამით მოსული უხვი ნალექის გამო „თბილსერვის ჯგუფმა“ წყნეთში, კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განაახლა და ტექნიკური მარილი დაყარა. ამ დროისთვის დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაწმენდილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები