ბრიტანეთსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა
ბრიტანეთსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 100 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
შეთანხმებას ხელი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრის ტერეზა მეის ანკარაში ვიზიტის დროს მოეწერა. შეთანხმების თანახმად, ოფიციალური ლონდონი თურქეთის საჰაერო ძალებს გაძლიერებაში დაეხმარება. ქვეყნები მომავალში სავაჭრო პარტნიორობის გაღრმავებასაც გეგმავენ. ბრიტანეთის პრემიერი ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგასა და თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.