ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის კომპეტენციები დაახლოებით 95-99%-ით არის შეკვეცილი

2013 წლიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე, პრეზიდენტის კომპეტენციები დაახლოებით 95-99%-ით არის შეკვეცილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში საკონსტიტუციო კომისიის სხდომის შეფასებისას განაცხადა.
“რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას, 2013 წლიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე, პრეზიდენტის კომპეტენციები დაახლოებით 95-99%-ით არის შეკვეცილი. ამის იქით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებში თვისებრივ ცვლილებებს ვერ შევიტანთ, იქ შეიძლება გარკვეული რეგულაციები გადაისინჯოს“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არ არის და ის, ასევე, არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები