მიხეილ ჯანელიძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები აშშ-სთან კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს

“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია რიგი შეხვედრები, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. ჯანელიძის განცხადებით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან საქართველოს მთავრობა კომუნიკაციას ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ამყარებდა. „ძალიან აქტიურად მუშაობს ჩვენი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი. დაგეგმილია ვიზიტები, როგორც პარლამენტის, ასევე სამთავრობო უწყებების მხრიდან და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის ინსტიტუციონალიზებული, კიდევ უფრო და გაღრმავდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები