თენგიზ ფხალაძე პოლონეთში ევროკავშირ-უკრაინის ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთის ქალაქ რჟეშოვში ევროკავშირ-უკრაინის მე-10 ყოველწლიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
სესიაზე თენგიზ ფხალაძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა აქცენტი გააკეთა ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე და საქართველოზე, როგორც ლიდერზე აღმოსავლეთ პარტნიორობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები