შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

აჭარაში, ხანგრძლივი თოვისა და ქარის გამო, შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს, დღეს აჭარაში ქარბუქია მოსალოდნელი, რაც სანაპირო ზოლში შტორმს გამოიწვევს.
„დღეს სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი – ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში. უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძელდება.-   აცხადებს სინოპტიკოსი მავილე ბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები