პურის მწარმოებლები: თუ ვალუტის კურსი კვლავ მოიმატებს, იძულებული გავხდებით, რომ პურის ფასმაც მოიმატოს (ვიდეო)

თუ ვალუტის კურსი კვლავ მოიმატებს, იძულებული გავხდებით, რომ პურის ფასმაც მოიმატოს, – ამის შესახებ კომპანია „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა ბაქარ ბაკურაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბაკურაძემ აღნიშნა, მეწარმეები პურზე ფასების მაქსიმალურად შენარჩუნებას ცდილობენ.
მისივე თქმით, პურის ტარიფის ზრდა ნედლეულის ფასზეა დამოკიდებული, რადგან როგორც ბაკურაძემ განაცხადა, პურის წარმოებისთვის საჭირო თითქმის ყველა ინგრედიენტი იმპორტირებულია.
„დოლარის კურსის მატების შესაბამისად, ყველა ინგრედიენტზე, რაც გამოიყენება პურის წარმოებაში,  არის ფასები მომატებული, რადგან თითქმის ყველა ინგრედიენტი იმპორტირებულია. პურის მეწარმეები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ არსებული ფასი. თუმცა არსებობს გარკვეული მარაგები და ამ მარაგის ხარჯზე ვცდილობთ ფასების შენარჩუნებას. თუმცა ეს მუდმივი ვერ იქნება. არსებული სიტუაცია თუ დასტაბილურდება იმ ნიშნულზე, რაზეც დღეს ვიმყოფებით, სავარაუდოდ, ვეცდებით, რომ ეს ფასი შენარჩუნებული იყოს, მაგრამ თუ ვალუტის კურსი კვლავ მოიმატებს და კვლავ გაგრძელდება სხვადასხვა ინგრედიენტებზე ფასის გაზრდა, რაც პურის წარმოებისთვის გამოიყენება, მაშინ უკვე იძულებული გავხდებით, რომ პურის ფასმაც მოიმატოს“, – განაცხადა „იფქლის“ გენერალურმა დირექტორმა.
კომპანიის დირექტორი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს თუ რამდენი თეთრით მოიმატებს პურზე ფასი.
„რამდენით მოიმატებს ფასი, ამის თქმა ძნელია, რადგან დოლარის კურსზეა დამოკიდებული ესეც. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოსახლეობის გვერდით ვიდგეთ და მიზერული თანხით მოვახდინოთ დანაკარგის ანაზღაურება. მაქსიმალურად გაზრდა არ იგეგმება“, – აღნიშნა ბაკურაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები