ადვოკატი: ვანო მერაბიშვილს ე.წ. “უდო” 2017 წლის შემოდგომაზე ეხება

 „ვანო მერაბიშვილს ე.წ. “უდო” – ვადაზე ადრე გათავისუფლება 2017 წლის შემოდგომაზე ეხება“, – ამის შესახებ საქართველოს შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა. ადვოკატმა დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი ინახულა. გელხაურის ინფორმაციით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, განიხილავს თუ არა “უდოს” კომისია ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს. მისი თქმით, მას , როგორც ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველს, “უდოს” კომისიისთვის განცხადებით არ მიუმართავს.
„ როდესაც “უდო” ეხება ნებისმიერ პატიმარს, ამ საკითხს სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალური კომისია იხილავს. აქედან გამომდინარე, მე როგორც ადვოკატი, მივმართავ თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, თვითონ კომისია განიხილავს, შეეხება თუ არა ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლება. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლება 2017 წლის შემოდგომაზე ეხება. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, კომისია რას საქმიანობს“, – აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ,,იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ვანო მერაბიშვილი შესაძლებელია, 20 თებერვალს, ვადაზე ადრე, გაათავისუფლონ.
“კვირას” ინფორმაციით, ე.წ. “უდოს” კომისია სასჯელაღსრულების სამინისტროში ყოველი თვის ბოლოს იკრიბება და მხოლოდ იმ პატიმართა საკითხებს განიხილავს, რომლებიც ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის საჭირო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები