„ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

 24 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა , – ამ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.16251403_1591785510847877_833862281_o
ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.
ამგვარად, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა.
სწორედ ამიტომ, „ქართულ ჭიდაობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები