მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებისთვის ინკლუზიური განათლების შესახებ ტრენინგი ტარდება

23-27 იანვარს, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის – „მაკ“ -ი მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგებისთვის ატარებს ტრენინგს „ინკლუზიური განათლება“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების სამუშაო სტრატეგიებისა და ქცევის მართვის გაცნობა-დაუფლება. ტრენინგი მოიცავს 3 მოდულს: განვითარების დარღვევები, ქცევის მართვა, სწავლების სტრატეგიები და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება. ტრენერები ნინო მიქაია, თათია მჭედლიშვილი, ნინო ლომიძე ჩაატარებენ ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ინკლუზიური განათლება, ლექსიკონი, გონებრივი ჩამორჩენილობა, დაუნის სინდრომი, დასწავლის უნარის დაქვეითება, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი, მულტიმოდალური მიდგომა, წერა-კითხვის სტრატეგიები, გარდატეხის ასაკის თავისებურებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის ოჯახში არსებული პრობლემები და სხვა. ტრენინგის დასასრულს, შემაჯამებელი ტესტირების შემდეგ, პედაგოგებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები