ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა შვიდი სპეცრაზმელის ჩვენების გასაჯაროების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

 ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებმა შვიდი სპეცრაზმელის ჩვენების გასაჯაროების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მიიჩნევს, რომ საქმის მთავარმა მოწმეებმა მათ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეათანხმეს, რადაგანაც ისინი ერთ საკანში იყვნენ მოთავსებულები. ფირცხალავა და ცააძე შესაბამისი ორგანოებისგან აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.
„ეს მტკიცებულება სწორედ ამ დაწესებულებაში ინახება. საუბარია იმ შვიდი სპეცრაზმელის ჩვენების მიცემაზე, რომლებიც ერთ საკანში იმყოფებოდნენ. ფაქტია, რომ ყველა ეს ჩვენება დაუშვებელია. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ციხის ადმინისტრაციას, სახალხო დამცველს და სხვადასხვა ორგანოებს, რომ ეს მტკიცებულება ჩვენთვის გადმოეცათ, მაგრამ არანაირ სამართლებრივ ბერკეტზე რეაგირება არ არის“, – განმარტა ბრალდებულთა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცააძესა და ფირცხალავას განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2015 წლის 30 ოქტომბერს მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები