ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველო წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს

თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს, 2017 წლის ევროვიზიის კონკურსზე, კიევში წარადგენს. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებული სწორედ იგი გახდა, სიმღერით – Keep the Faith.
ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს თბილისის საკონცერტო დარბაზში, რომელიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ჩაატარა.  თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან – 122 ქულა მოიპოვა.
საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის 62-ე კონკურსს კიევი უმასპინძლებს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები