გიგა ბუკია: ათიათასობით ფაილი არსებობდა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ადამიანებს უსმენდნენ

ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ჩვენ დამოკიდებულება მკვეთრად შევცვალეთ-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ განცხადა. ბუკია მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით ადამიანის უფლებები არ ირღვევა.
„ფარული მიყურადება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს უსმინონ საკუთარ ოჯახში თუ საკუთარ „სპალნაში.“ ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიღებული ზომები. თუ ვიღაცამ ქურდობა ჩაიდინა და მისი ძებნა მიმდინარეობს, საჭიროა ამ შემთხვევაში პრევენცია, ყველანაირი კითხვის ნიშანი, სასამართლო ნებართვის გარეშე, არის თუ არა ადამიანი მიერთებული ფარულ მიყურადებაზე, მოხსნილია. ათიათასობით ფაილი არსებობდა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ადამიანებს უსმენდნენ. დღეს ჩვენ ეს დამოკიდებულება შევცვალეთ,“-განაცხადა გიგა ბუკიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები