კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  განცხადებას ავრცელებს

ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-11 მიკრორაიონის, მე-3 კვარტალში, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1400 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ხვალ, 24 იანვარს, წყალსადენის მაგისტრალური ქსელის  მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. დაზიანებული მონაკვეთი 3 მეტრის სიღრმეშია მოთავსებული, რაც  სამუშაო პროცესს ართულებს.
სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც ხვალ, 24 იანვარს, დილის 11:00სთ-დან 25 იანვრის,  11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: 

ნაძალადევის რაიონში:

თიანეთის, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, შენგელაიას, ნაგომარის, ბოგვის და ლიახვის, ჟინვალი, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, სანავარდოს, ლისაშვილის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, რაჭის, ლოტკინის მთის, სამღერეთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის და მიმდებარე ქუჩებს.

ჩუღურეთის რაიონში:

ხუდადოვის N173-ის სამხედრო კორპუსებს, რეხის, ურიდიას,ცქიტიშვილის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, 9 ძმის და მიდმებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში:

ვაზისუბის და მეტრომშენის დასახლებას; გუმბრის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ფაბრიციუსის, ლომოურის, ხიდისთავის, ავლაბრის, იორის, არმაზის, ალაზნის, დუშეთის, ფაღავას, ლაგოდეხის, სართიჭალის, გ. წერეთლის, ცისკრის, გურჯაანის, ვახტანგ VI-ის, ბოროდინის, ფოსტის, გუთნის, ირბახის, წინანდალის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები