მამა პეტრეს საქველმოქმედო პოეზიის საღამო – „გაყინული თითები“ გაიმართება

26 იანვარს, 19:00 საათზე, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში, მამა პეტრეს პოეზიის საღამო – „გაყინული თითები“ გაიმართება.
როგორც თავად მამა პეტრე (კვარაცხელია) ფეისბუქის გვერდზე წერს, ეს საღამო საქველმოქმედო იქნება.
„26 იანვარი. საღამოს შვიდი საათი. პანტომიმის სახელმწიფო თეატრი. საქველმოქმედო საღამო. წიგნი შეგიძლიათ ადგილზე შეიძინოთ.
დღეს ისევ დამირეკეს ლაგოდეხიდან,-ადგილობრივმა ხელისუფლებამ დახმარება მოგვიხსნა, საუკეთესო პირობებში ცხოვრობთო. იმ ბებოზეა საუბარი, რომელიც უფანჯრო ოთახში იწვა და თავზე აწვიმდა…
გავათბოთ გულიც და გაყინული თითებიც“…- წერს მამა პეტრე.
საქველმოქმედო საღამოზე ყველას ადგილზე შეუძლია ლექსების კრებულის ,,ჩემსავით” შეძენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები