ურეკში მატარებელმა შუახნის მამაკაცი იმსხვერპლა

გურიაში, ურეკში ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. “კვირას” ინფორმაციით მომხდარის შედეგად 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარი “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები