მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობამ“ დიდი ხანი უნდა იარსებობს, რათა გაახსენოს საზოგადოებას, თუ როგორი არ შეიძლება იყოს სახელისუფლებო პარტია

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-19 ყრილობას ეხმაურება. მდინარაძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანი უნდა იარსებოს იმისთვის, რომ საზოგადოებას ახსოვდეს თუ როგორი არ უნდა იყოს სახელისუფლებო პარტია.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც შეიძლება დიდი ხანი უნდა იარსებობს იმისთვის, რომ თავადვე გაახსენოს საზოგადოებას, თუ როგორი არ შეიძლება იყოს სახელისუფლებო პარტია. ასეთია ჩემი შეფასება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. სხვა შიდა პარტიული პროცესი ჩვენი საქმე არ არის და ამაში არ ჩავერევით“, – აღნიშნა მდინარაძემ, რომელმაც დამატებითი შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მე-19 ყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები