„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური რჩება

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტური რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მიიღეს, სადაც პარტიის წევრებმა რეზოლუციის შესაბამის პროექტს კენჭი უყარეს.
იგივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარტიის გენერალურ მდივანთან დაკავშირებითაც, რომელსაც ვანო მერაბიშვილი იკავებს.

„ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვადგენთ: არ მოხდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საშუალება საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის“, – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
პარტიის მმართველი ორგანოებს დღეიდან ახალი შემადგენლობა ჰყავს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კი ნიკა მელია აირჩიეს. მოადგილეები ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე იქნებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები