ეშტონ კარტერი – რუსეთმა თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება არჩია

„რუსეთმა თანამშრომლობის ნაცვლად დაპირისპირება არჩია“. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომელიც რამდენიმე დღეში თანამდებობას ტოვებს.
მისი თქმით, მოსკოვის ქმედებები თანამშრომლობის შესაძლებლობას ამცირებს, თუმცა ვაშინგტონმა ამ მიმართულებით მაინც უნდა იმუშაოს.
კარტერმა ასევე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები ბოლო 10 წლის მანძილზე დღითიდღე მცირდებოდა. პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი და აშშ კვლავ სოლიდარულები არიან ჩრდილოეთ კორეის და ირანის ბირთვული პროგრამების შეკავების და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც შეეხება სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას, ამ საკითხში „თანამშრომლობა არ შედგა“.
ცნობისთვის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების მოგვარებას შეეცდება. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ახლო მომავალში ვერ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები