რა საკითხები განიხილეს სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა

 ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, პარტიის ლიდერებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრაზე საუბარი 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო. ”ყრილობაზე იყო საუბარი კიევში. საუბარი იყო როგორც 20 იანვრის ყრილობაზე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებზე, თუ რა მექანიზმებით, რა ბერკეტებით გვექნება ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, რადგან ივანიშვილი არის სათავე იმ პრობლემების, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს ინფორმაციები საზოგადოებას ექნება”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები