აკაკი მინაშვილი: სამწუხაროა, რომ ყოველდღიური პროცედურული ხრიკებით მოწმეები ვართ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების სიყალბის

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველდღიური პროცედურული ხრიკებით მოწმეები ვართ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების სიყალბის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენეტიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე, ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრებს აუცილებლად მოუწევთ იმ ფრაქციის დატოვება, რომელშიც ახლა არიან.
„მათ მოუწევთ ამ ფრაქციის დატოვება და ახალი ფრაქციის შექმნა. ის ფრაქცია, რომელშიც დღეს არიან, არის ”ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია. გუშინ, როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტის შესაბამის სამსახურებთან, მათ განაცხადეს, რომ თურმე ამ მცირე ჯგუფის წარმომადგენლები საპარლამენტო სამსახურებს ეუბნებიან, რომ ჯერ არ გასულან ”ნაციონალური მოძრაობიდან”. ვურჩევ მათ, რომ ეს ენერგია და რესურსები გამოიყენონ არა ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს. ეს ბერკეტები არის ინფორმაციის მიწოდება, წერილებით მიმართვა შესაბამისი კომიტეტისთვის და ბიუროსთვის. მთავარი სამართლებრივი ბერკეტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
13 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასულმა დეპუტატებმა ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელი გადაარქვეს და ევროპული საქართველო დაარქვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები