აზერ სულეიმანოვი “ნაციონალური მოძრაობის” წევრად რჩება

აზერ სულეიმანოვი “ნაციონალური მოძრაობის” წევრად რჩება. ამის შესახებ ის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
“ვიყავი და ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. ვაგრძელებ პარლამენტში საქმიანობას ამ ფრაქციის რიგებში”,- წერს აზერ სულეიმანოვი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
მისი გადაწყვეტილების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში 6 წევრი ჰყავს და ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები