აშშ-ს მდივნობის კანდიდატი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას ადასტურებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რექს ტირელსონი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციას ადასტურებს, – ამის შესახებ ტილერსონმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.
სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა დემოკრატი სენატორის, ბობ მენენდესის შეკითხვას უპასუხა, რომელიც შეეცადა გაერკვია ამერიკელი დიპლომატისგან, თუ როგორ უყურებდა ის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საზღვრების ურღვევობის პრინცის დარღევევას და ძალთა ახალ გადანაწილებას. კერძოდ, ბობ მენდესის შეკითხვაზე – სჯერა თუ არა სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს, რომ საერთაშორისო წესრიგი გულისხმობს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და მათი საზღვრების ურღვევობას და დაარღვია თუ არა რუსეთმა ეს საერთაშორისო პრინციპი და მიმდინარეობს თუ არა ამ ტერიტორიების ოკუპაცია, ტილერსონმა განაცხადა, რომ დაარღვია.
– ბობ მენენდესი: დაარღვია თუ არა რუსეთმა ეს საერთაშორისო წესრიგი, როდესაც მოახდინა ყირიმის ძალისმიერი ანექსია და შეიჭრა უკრაინაში?
– რექს ტილერსონი: დიახ, დაარღვია.
– ბობ მენენდესი: არღვევს თუ არა რუსეთის მიერ უცხო ქვეყნების ოკუპაცია საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს?
– რექს ტილერსონი: არ ვარ დარწმუნებული კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობთ?
– ბობ მენენდესი: ყირიმის ანექსია… – რექს ტილერსონი: დიახ!
– ბობ მენენდესი: აღმოსავლეთ უკრაინა, საქართველო?! – რექს ტილერსონი: დიახ!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები