„გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება მოსახლეობის გაზით მომარაგებას პრობლემას არ შეუქმნის”

ექსპერტ გია არაბიძის შეფასებით, „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმება, საქართველოს მოსახლეობას გაზის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებს არ შეუქმნის.
„ენერგეტიკული კუთხით საქართველოს გაზის ბალანსს სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის, რადგან 2017 წელს ჩვენ გატარებული გაზის 10% პირველი მილიარდიდან ნატურით მივიღებთ, ანუ 100 ათასი კუბური მეტრი გაზი ჩვენ დაგვრჩება ნატურით, ხოლო დანარჩენზე კი მივიღებთ საფასურს, რომლზეც ახლა მოლაპარაკების პროცესშია. რასაკვირველია, ტრანზიტის საფასურით და ნატურით დარჩენილი გაზის რაოდენობა არ იქნება იმდენი რამდენიც იქნებოდა სუფთად ნატურით რომ დაგვრჩენოდა, მაგრამ საქართველოს გაზის ბალანსი არ დაზარალდება და ქვეყანას არ შეექმნება პრობლემები გაზის მომარაგებაში“, – განაცხადა არაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები