“ანაზღაურება, რომელიც „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაში აისახა ერთი-ერთი საუკეთესოა, რასაც ტრანზიტორი ქვეყანა იღებს”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილს განცხადებით, ანაზღაურება, რომელიც „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაში აისახა არის ერთ – ერთი საუკეთესეო, რასაც ტრანზიტორი ქვეყანა იღებს გაწეული მომსახურებისთვის.
ვალიშვილის განმარტებით, საფასურის ანაზღაურება, გაზის ფასზე გავლენას არ იქონიებს.
„ჩვენ შემთხვევაში მონეტიზაციაზე წინააღმდეგი არ ვიყავით, უბრალოდ, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიღების მიზნით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ შედეგიანობა ყოფილიყო იმ ფორმით, რაზეც დღეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. აქცენტი კომერციული მოლაპარაკებების ფორმატზე იყო, გვინდოდა სამართლიანი საფასური მიგვეღო იმ ხარჯების ასანაზღაურებლად, რომელსაც ვწევთ ამ მომსახურებისთვის და ეს შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. შესაბამისად, ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულებაში აისახა არის ერთ ერთი საუკეთესო, რასაც ტრანზიტორი ქვეყანა იღებს გაწეული მომსახურებისთვის. გარდა ამისა გვინდოდა გაზის მოწოდების კონტრაქტის მიბმა არ ყოფილიყო ამ სატრანზიტო საფასურზე, რაც ასევე განხორციელდა. რაც შეეხება საფასურის ანაზღაურებას, ეს არის ფინანსური მოლაპარაკებები, რაც გაზის ფასზე გავლენას არ იქონიებს“, – განაცხადა ვალიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
დღეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით”გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები