საქართველოს ბანკების ასოციაცია: გალარების პროგრამა მსესხებლებს სავალუტო რისკს მოუხსნის

0

საქართველოს ბანკების ასოციაცია გალარების სამთავრობო პროგრამას მხარს უჭერს, – ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეამცირებს ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლას, თავად მსესხებლებს კი სავალუტო რისკს მოუხსნის.
„მე ვურჩევდი ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, დაელოდონ შეტყობინებას ბანკიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 5 დღის მანძილზე არ მოხდა თქვენთან, როგორც პოტენციურ კლიენტთან კომუნიკაცია და თვლით, რომ ეს პროგრამა გეხებათ, მიმართეთ სესხის გამცემ კომერციულ ბანკს”, – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ სესხის გადატანა სხვა ბანკში, თუ, ბუნებრივია, სხვა ბანკი მსესხებელს უკეთეს პირობებს შესთავაზებს. სუბსიდიის ნაწილში ამ კატეგორიის მსესხებლები კონვერტაციის დროს რაიმე დამატებით ხარჯებს ასევე არ გადაიხდიან. გალარების პროგრამა დაიწყება 17 იანვრიდან. ბანკები 5 დღის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ იმ კლიენტებს, ვისაც სესხების გალარების პროგრამა ეხება.

კომენტარები

კომენტარი