ზურაბ აბაშიძე “გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებაზე: კარგი შეთანხმებაა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის

საკმაოდ კარგი, საინტერესო შეთანხმება არის მიღწეული ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის, – ასე აფასებს “გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოსთვის მაქსიმალურად სარგებლიანი იყოს ეს შეთანხმება.
“როგორც მე ვიცი, საკმაოდ კარგი, საინტერესო შეთანხმება არის მიღწეული ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნისთვის. მოლაპარაკებების დეტალები არ ვიცი, რადგან ჩართული არ ვიყავი.
პროცესში ჩართული იყვნენ ამ საქმის სპეციალისტები, ექსპერტები და ყველაფერი კეთდება, რომ საქართველოსთვის მაქსიმალურად სარგებლიანი იყოს ეს შეთანხმება. თან, ეს შეთანხმება განახლებადია და ყოველწლიურად გრძელდება”, – განაცხადა “პირველთან” საუბარში აბაშიძემ.
დღეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით”გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.
სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები