“საქართველოსა და “გაზპრომს” შორის მიღწეული შეთანხმება, ოპტიმალურია”

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ “გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო რუსეთთან არანაირ დათმობაზე არ წავა.

 ზარქუას თქმით, ხელშეკრულება, იმ რეალობაში, რაც დღეს საქართველოს აქვს, ოპტიმალურია.

“ეს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, რა რეალობაშიც დღეს საქართველოა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა და აქ არანაირ დათმობებზე საუბარი არ არის. აქ დაიდება ხელშეკრულება 1+1, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წელს ჩვენ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ტრანსპორტირებულ ერთ მილიარდ კუბურ მეტრზე მივიღებთ 10%-ს ნატურის სახით, ხოლო მის ზემოთ ჩვენ მივიღებთ ანაზღაურებას ტრანზიტისთვის. ასე, რომ 2017 წელს მაინცდამაინც რადიკალურ ცვლილებას ვერ ვხედავ, ხოლო 2018 წლიდან ხდება უკვე მლთიანად რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებაში არა ნატურით გადახდა, არამედ ფულადი ანაზღაურება. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ხანგრძლივ დისკუსიებს და ბოლო შეხვედრაზე მოხდა პოზიციების შეჯერება და ქართული მხარის მაქსიმალურად გათვალისწინება მოხდა. ძველი ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 2003 წელს, იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობა დაგვჭირდებოდა რუსეთი მას გვაწვდიდა 215 დოლარად. ახლა შეიცვალა და იმ შემთხვევაში,  თუ დაგვჭირდება დამატებითი მოცულობა ჩვენ მას მივიღებთ 185 დოლარად, ეს შეღავათია და რაც მთავარია, ეს არის 1+1 სისტემა, ანუ ჩვენ 2017-2018 წლებში გვექნება ამ ფორმატის ურთიერთობა. 2019 წლიდან საქართველო, იმედი მაქვს, უფრო განსხვავებულად მომზადებული იქნება, გულისხმობს იმას, რომ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, ასევე, იმედი მაქვს 2019 წლისთვის გვექნება გაზსაცავი სისტემა და მესამე, ეს არის შაჰდენიზის მეორე ფაზა, რომელიც ჩვენ დამატებით მოცულობებს გვპირდება. ბუნებრივია, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთზე უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული. ცალსახად, ეს შეთანხმება უნდა ჩაითვალოს დადებითად“, – განაცხადა ზარქუამ.

საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით “გაზპრომთან” ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები