ანა დოლიძე : ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა სისტემიდან მოვდივართ

“ვინც დაინტერესებულია მოსმენებით, ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ვინც მეთვალყურეობას ახდენს მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა”, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დოლიძემ განაცხადა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა სისტემიდან მოვდივართ. მისი თქმით, ეს სისტემა ხასიათდება იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა მრავალათასიანი არქივი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ადამიანების, პოლიტიკური მოღვაწეების მართვა, შანტაჟი და დევნა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა სისტემიდან მოვდივართ. ეს სისტემა ხასიათდება მარტივად იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდა მრავალათასიანი არქივი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ადამიანების, პოლიტიკური მოღვაწეების მართვა, შანტაჟი, დევნა. ძალიან ბევრ კითხვას, ამ სისტემის არსებობასთან დაკავშირებთ, პასუხი არ გაეცა. ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, გავითვალისწინოთ ეს ისტორია, გავითვალისწინოთ ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ ჩვენი ყველა მოქალაქის უსაფრთხოების ინტერესი. ამიტომ ეს მუშაობა არ იქნება ადვილი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ყველა ამ ფასეულობის შეჯერება მოხდება. ჩვენ გაკეთებული გვაქვს ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ამ სისტემასთან დაკავშირებით. ამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის, ვინც დაინტერესებულია ამ მოსმენებით, ის ვინც ახორციელებს მოსმენას ტექნიკურად და ის ვინც მეთვალყურეობას ახდენს მოსმენაზე, უნდა იყოს სხვადასხვა. ანუ ეს უფლებამოსილებები გაფანტული უნდა იყოს სხვადასხვა სტრუქტურებში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ,“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტების შემუშავების მიზნით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა. სამუშაო ჯგუფს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხელმძღვანელობს.ჯგუფის წევრებს შორისაა ანა დოლიძეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები