გიორგი მარგველაშვილი შობას დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შობას დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი საშობაო ლიტურგიას პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა მართლმადიდებელ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.