მაკა ჩიჩუა სპექტაკლს, „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“ დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სპექტაკლს „საახალწლო აურზაური ზღაპარეთში“ დაესწრო. როგორც ”კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ერთმოქმედებიანი კომედია „აზდაკის ბაღი“ თეატრალური დასის სპექტაკლია, რომელშიც ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდულობის მქონე ოცი მსახიობი მონაწილეობს.
„ეს გამოცდილება არსებობს უამრავ ცივილურ ქვეყანაში. ჩვენთან ახლა ინერგება ასეთი ტიპის ინტეგრირებული დასი, სადაც იქნებიან სხვადასხვა შეზღუდულობის მქონე ადამიანები პროფესიონალ მსახიობებთან ერთად. მე მხოლოდ სიხარულით მივესალმები ამ სიახლეს“,-აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობდნენ სოფელ მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბენეფიციარები და პროფესიონალი მსახიობები.
სპექტაკლი „თავისუფალ თეატრში“ გაიმართა. სცენარის ავტორი და რეჟისორი, ივანე გაბრუაშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები