გიორგი მღებრიშვილი შობის დღესასწაულს შსს-ს სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზაზე შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შობის ღამეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზას ეწვია. მინისტრი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გიორგი მღებრიშვილი, სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ბაზის პირად შემადგენლობასთან ერთად, სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. აღნიშნული ტაძარი სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლების ინიციატივითა და სახსრებით აშენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები