მამუკა მდინარაძე: საქართველოში პოლიტიკური პატიმრები აღარ არსებობენ

საქართველოში პოლიტიკური პატიმრები აღარ არსებობენ, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ გიგი უგულავას მიერ საპატიმროს დაწესებულების დატოვების თაობაზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, დღეს სასამართლო დამოუკიდებელია.
„მისი გათავისუფლება არის სასამართლოს გადასაწყვეტი და ასეც მოხდა. მთავარი ამბავი არის ის რომ სასამართლო დამოუკიდებელია, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები აღარ არსებობენ, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან. ბატონი გიგის განცხადება არის პოლიტიკური სპეკულაცია, მან თავად აღიარა დანაშაული, რომელიც მისი მოღვაწეობის პერიოდში იყო ჩადენილი, რომელიც აშკარად მიუთითებდა, რომ სახელისუფლებო გუნდი სახელისუფლებო რესურსს იყენებდა პირადი და პოლიტიკური, პარტიული მიზნებისთვის,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა მთავრობას პოლიტიკური ამნისტიისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები