ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მამაკაცი დაშავდა

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი, რომელიც ქარხნის ტრანსპორტის საამქროში თბომავლის მემანქანის დამხმარედ მუშაობდა, მეოთხე საამქროს ბუნკერში ჩავარდა.
მამაკაცი კლინიკა “ფერომედში” გადაიყვანეს, მას ხერხემლის მალა აქვს გატეხილი, დაშავებულს პირველადი დახმარება უკვე გაუწიეს. “თბომავალსა და ამწეს შორის შეჯახება მოხდა. მამაკაცი, რომელიც თბომავალზე იყო, გადახტა, რადგან შეიძლებოდა ამწე დაჯახებოდა და შუაში გაეჭრა. მან ხერხემალი დაიზიანა. “ფერომედში” გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს, შემდეგ კი ქუთაისიდან ექიმი გამოიძახეს”, – განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა კახა მაჩიტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები