“პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა ცესკოს მიმართა, “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო სიიდან ამოიღოს ის ადამიანები, რომლებიც 20 იანვრის ყრილობის მზადებაში არიან ჩართულები”

პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა ცესკოს მიმართა, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიიდან ამოიღოს ადამიანები, რომლებიც ყრილობის მზადებაში არიან ჩართულები“ პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, სამაგალითოდ დაესაჯა განსხვავებული აზრის თანაგუნდელები და ცესკოს მიმართა მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიიდან ამოიღოს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც 20 იანვრის ყრილობის მზადებაში არიან ჩართულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა.
როგორც მელია განმარტავს, საუბარია დათო კირკიტაძის, ნუგზარ წიკლაურის, ეკა ხერხეულიძის, ნინო კალანდაძის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ბეჟაშვილის, ირაკლი ნადირაძის და სხვების სიიდან ამოღებაზე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ცესკოს აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
„ამგვარი პარტიული წმენდა და მისი შერჩეული დრო აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ამ მცირე დაჯგუფების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ უკიდურესად უღირსი საქციელისა, ყველა მცდელობა, ხელი შეეშალოს 20 იანვრის მრავალათასიან ყრილობას, განწირულია წარუმატებლობისთვის. 20 იანვრის ყრილობა ჩატარდება ღიად, დემოკრატიულად და ასახავს ივანიშვილის რეჟიმის ერთადერთი ალტერნატივის, – „ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით წევრისა და აქტივისტის ნებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები