ანა დოლიძე: იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დავარქვათ, სახეზე უნდა იყოს ბევრი თვისობრივი მაჩვენებელი

„ჩვენთვის გიგი უგულავას საქმე იყო ერთი სისხლის სამართლებრივი საქმე, თუმცა პრეზიდენტს მანამდე არა ერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი გიგის უფლებები – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გიგი უგულავასთან დაკავშირებით განაცხადა.
ანა დოლიძემ პოლიტპატიმრის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც გამოთქვა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დავარქვათ, ამისთვის სახეზე უნდა იყოს ბევრი თვისობრივი მაჩვენებელი.
მივესალმები გიგი უგულავას როგორც, ყოფილი პატიმრის გათავისუფლებას და თავისუფლებაზე ყოფნას, ჩვენთვის გიგი უგულავას საქმე იყო ერთი სისხლის სამართლებრივი საქმე, თუმცა პრეზიდენტს მანამდე არა ერთხელ გაუმახვილებია ყურადღება, რომ დაცული ყოფილიყო ბატონი გიგის საქმოქალაქო უფლებები და თავისულფებები. სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ დარიგებას იმ ტერმინის და იარლიყის, რასაც ჰქვია პოლიტპატიმარი. იმისთვის, რომ ვიღაცას პოლიტპატიმარი დავარქვათ, ამისთვის სახეზე უნდა იყოს ბევრი თვისობრივი მაჩვენებელი, მარტო ის, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არის ჩართული, მის მიმართ არის წაყენებული ბრალი, ამიტომ დავარქვათ საქმეს პოლიტპატიმრების საქმეს, მე ამას ვეწინააღმდეგები. მაგალითად ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი დღესდღეობით სასჯელს იხდის, თუმცა ამ საქმეს არავინ არ ეძახის პოლიტპატიმრობის საქმეს, იმიტომ რომ ის ზის კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ანა დოლიძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში.
თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დღეს სასჯელის ვადა შეუმცირდა. ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში სასამართლომ უგულავას სასჯელი გადააკვალიფიცირა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, მოსამართლემ გიგი უგულავას საბოლოო სასჯელად 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა დაუტოვა.
ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმის ნაწილში თბილისის ყოფილი მერი 2015 წლის სექტემბერში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები