პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა პოლიტიკურ ამნისტიას ითხოვს

“თუ ჩემი გათავისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესის დასაწყისია, მე ამას მივესალმები“-ასეთი კომენტარი გააკეთა ციხიდან რამდენიმე წუთის წინ გამოსულმა გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხესთან. უგულავამ ხელისუფლებას შერიგებისკენ მოუწოდა.
თავისუფალი ყოფილი მერი ხელისუფლებას ერთობლივ თანამშრომლობას სთავაზობს.
„მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარს. ჩვენ არ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან პოლიტპატიმრები, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები და ეს უნდა დასრულდეს, თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია, მივესალმები, სანამ ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, პოლიტიკა იქნება ქვეყანაში რადიკალური, თუ ჩვენ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ, ამისთვის აუცილებელი პირველი ნაბიჯია. კერძოდ ის, რომ მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ეს ყველაფერი ადვილად შეუძლია მთავრობას გააკეთოს, თუ ის გადადგამს ღირსეულ ნაბიჯს და გამოაცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას, ამის შემდეგ კი ერთად გავაგრძელოთ ამ ქვეყნისთვის ზრუნვა, ეს მას მხოლოდ ღირსებას შესძენს ხელისუფლებას, თუ ამას ვერ ახერხებს მთავრობა, ეს უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა.
საქართველოში დადგა ის დრო, როდესაც სამართალზე მნიშვნელოვანია მოწყალება და ესაა პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. კამათი იმაზე თუ ვინაა დამნაშავე, ათწლეულობით შეიძლება გაგრძელდეს და აზრი არ აქვს, საკმარისზე მეტი ვატკინეთ უკვე ერთმანეთს. ახლა ჩვენ ერთმანეთს აღარ ვატკენთ, ვატკენთ სახელმწიფოს.“-ეს იყო პირველი კომენტარი, რომელიც გიგი უგულავამ ციხიდან გამოსვლის პირველ წუთებში გააკეთა.
„გამიშვით, დედა მომენატრა,“-ამ სიტყვებით დაემშვიდობა უგულავა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები