კალაძე ბუნებრივ აირზე: არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოქალაქეები მოატყუოს ან დაჩაგროს

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს “გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ და “ყაზტრანსგაზ თბილისის” ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მიერ გამოხატული პრეტენზიები, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გაზის მოხმარებაზე ზედმეტი გადასახადის დარიცხვას ეხებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კახა ლაძემ განაცხადა, რომ “ყაზტრანსგაზ თბილისს“ არანაირი პრობლემა არ გააჩნია, თუმცა ის მოუწოდებს მოქალაქეებს ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში კომპანიას განცხადებით მიმართონ.
„მქონდა ყველანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან აკავშირებით. ეს ყველაფერი კი გავაკეთეთ კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობა იყოს წყნარად. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოქალაქეები მოატყუოს ან დაჩაგროს. სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, რომ თითქოს მოქალაქეებს ბუნებრივ აირზე არასწორი გადასახადების გადახდა უწევთ. ეს ასე არ არის. ჩვენ შევამოწმეთ ქვითრები და პრეტენზიები და არანაირი პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ღირებულების გაზრდილი მოცულობა გამოწვეულია იმით, რომ გაზის მოხმარება არის გაზრდილი.
„ამას აქვს თავისი ახსნა, რადგან ნოემბერ-დეკემბერი ცივი იყო 2014-2015 წლებთან შედარებით. ზოგადად, ბუნებრივი აირის მოხმარება იზრდება და ეს განპირობებულია იმით, რომ მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. მოვუწოდებ მოქალაქეებს, თუ რაიმე პრეტენზია ექნებათ, მიმართონ „ყაზტრანსგაზს““, – გნაცხადა კალაძემ.
მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის განცხადებით, ბუნებრივი აირის მოხამერაბასთან შედარებით ზედმეტი გადასახადი დაერიცხათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები