გურჯაანის საავადმყოფოდან ჭირისუფალს სხვისი მიცვალებული გაატანეს

გურჯაანის სავადმყოფოდან, გარდაცვლილის ოჯახს, სხვისი მიცვალებული გაატანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “გურჯაანის ტელევიზია” ავრცელებს.
3 იანვარს, გამთენიისას, ველისციხელ ჯვარისაშვილებს გურჯაანის „ჯაოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი 80 წლის დედა გარდაიცვალა. როცა მიცვალებული სახლში მიასვენეს, აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი სხვა იყო.
„სხვისი მიცვალებული მოვიყვანეთ და აქ ვნახეთ, სასაცილოც არის, დავხედე, დედაჩემი არ იყო. წავიყვანე უკან, იმ ღამეს ბევრი დაიღუპა საავადმყოფოში. მოხდა რაღაც ავარიები და შეცდნენ, ის გარდაცვლილიც ქალი იყო. დედაჩემი დიდი ქალი იყო და რომ ავწიე, მივხვდი, რომ დედაჩემი არ იყო. ასეთი რამ დღემდე არ მომხდარა,“-ამბობს გარდაცვლილის შვილი ვახტანგ ჯვარისაშვილი.
გურჯაანის საავადმყოფოში მომხდარს მიცვალებულთა სიმრავლეს აბრალებენ.
გურჯაანელების თქმით, მსგავსი შემთხვევა სოფელში არასდროს მომხდარა. „მკვდარი, როგორ უნდა შეეშალოთ, რომ ატანდნენ, არ ნახეს ვისი მიცვალებული იყო?“-აცხადებენ გურჯააანელები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები