ინდოეთში სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით მოშიმშილე ქართველი, დღეს საქართველოში დაბრუნდება

საქართველოს მოქალაქე მიხეილ ტყებუჩავა, რომელიც სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნით ინდოეთის ქალაქ გოაში შიმშილობდა, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით სამშობლოში დღეს დაბრუნდება.
საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩომ რამდენიმე დღიანი ინტენსიური მოლაპარაკება აწარმოა კომპანია “ფლაი დუბაის” დელის ოფისთან.
“საქართველოს ელჩის ინდოეთში ბატონი არჩილ ძულიაშვილის წყალობით და თანადგომით დღეს მოვფრინავ, თუ ისევ არ გამომაბრუნეს. იმედია, ავალ თვითმფრინავში და დავბრუნდები მონატრებულ სამშობლოში. დღეს ღამის პირველზეა ფრენა. უღრმესი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის და ასეთი სითბოსთვის! მიყვარხართ! დანარჩენს რომ ჩამოვალ, მანდ ჩაგიკრავთ გულში. იმედია, შობას სახლში ვიქნები,“- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ ტყებუჩავა.
საქართველოს საელჩო ინდოეთში გააგრძელებს შემდგომ თანამშრომლობას შესაბამის მხარეებთან ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით.
პოეტ მიშო ტყებუჩავას დედის თამარ ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ინდოეთში მყოფ მის შვილს რამდენიმე დღის წინ კომპანია “ფლაი დუბაიმ” საქართველოში გამომგზავრებაზე ჯერ ელექტრონული ვიზის პირობების დარღვევის გამო უთხრა უარი, შემდეგ კი უარის მიზეზად თვითმფრინავში უადგილობა დაასახელა. აღნიშნული მიზეზების გამო, მიშო ტყებუჩავამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები