ირაკლი ღარიბაშვილმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა

  ირაკლი ღარიბაშვილმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და საინვესტიციო კანონმდებლობის სრულყოფისთვის სამუშაო ჯგუფი შექმნა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერთან არსებული ეკონომიკური საბჭოს ბოლო სხდომაზე მიიღო. აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში: რომან ჩხენკელი, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე. ჯგუფი ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რაც მოიცავს დარგების მიხედვით პრობლემების იდენტიფიცირებას. მეორე ეტაპი გულისხმობს ჯგუფში დარგობრივი კომისიების შექმნას, სადაც დეტალურად გაიწერება სამოქმედო გეგმა, მოხდება კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და მათზე გადაწყვეტილების მიღების რეკომენდაციების წარმოდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები