ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6692 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7858 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0325 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 5 იანვრიდან შევა ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები