“ქვეყანაში ტურისტების რეკორდულად გაზრდილი მაჩვენებელი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას განაპირობებს”

„ქართული ოცნების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოში ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რაც 2017 წელსაც გაგრძელდება.
მისი თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და ეროვნული ვალუტის გამყარებას.
„ძალიან დამაჯერებელი მონაცემები ვიხილეთ დღეს. ორ მაჩვენებელში არის რეკორდული ზრდა. ერთია ტურისტების რაოდენობა, საქართველო უკვე მეორე წელია არის იმ ქვეყნების რიგში, სადაც ტურისტების რაოდენობა რეალურად აჭარბებს მის მოსახლეობას, მეორე მხრივ, 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნა შემოსული სწორედ ტურისტული ბიზნესისგან. ტურიზმის ასეთი ზრდა ქვეყანაში განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყანაში ვალუტა შემოდის და ტურიზმი ამის ერთ-ერთი წყაროა, ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  ჩემი აზრით, ის მონაცემები, რომელიც ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, არის სახელისუფლებო გუნდის სწორი სტრატეგიის შედეგი.  მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა არის ის, რაც რეალურ შედეგს იძლევა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება და თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელმაც დაინახა, რომ ტურიზმი შესაძლოა მომგებიანი იყოს მათი ოჯახებისთვის, სიამოვნებით გააგრძელებენ მასში საშუალო ბიზნესის ფორმით მონაწილეობას“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები