“ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგს უკავშირდება”

დეპუტატი კახა კუჭავა საქართველოში ტურისტების გაზრდილ მაჩვენებლს მნიშვნელოვნად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ტურიზმის სააგენტოს და მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.
კახა კუჭავას თქმით, მსგავსი ტენდენცია 2017 წელსაც შენარჩუნდება, რადგან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სწორი პროგრამით ხელმძღვანელობს.
„ძალიან სასიამოვნო იყო ამ ციფრების მოსმენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობამ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა 2015-2016 წლებში, რაც ტურიზმის მაჩვენებელზე დადებითად მოქმედებს. დეკემბერი არის საკმაოდ არაპოპულარული სეზონი ყევლა ქვეყანაში, მიუხედავად ამისა, ჩვენთან მარტო დეკემბერში ტურისტების რიცხვი მაღალია. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგადად, პოლიტიკა, რომელიც აირჩია ტურიზმის დეპარტამენტმა ამართლებს, რაც იმედს იძლევა, რომ 2017 წელი კიდევ უფრო დატვირთული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროგრამა, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტს 2017 წლისთვის გააჩნია აუცილებლად გაზრდის ტურისტების რიცხვს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები