საზმაუს დირექტორობის კანდიდატი: საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს

ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკისგან დამოუკიდებელი იყოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში გადასულმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში არის პრობლემები, რომელზეც ნებისმიერ გენერალურ დირექტორს მოუწევს მუშაობა.
„ყველა ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს პოლიტიკისგან დამოუკიდებელი. პრინციპში ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როდესაც ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის საბიუჯეტო დაფინანსება არ არის დამოკიდებული მთავრობის რომელიმე წევრის გადაწყვეტილებაზე.
საზოგადოებრივ მაუწყებელში არის პრობლემები, რომელზეც მოგვიწევს მუშაობა, მოსვლიდან პირველივე ეტაპზე, ვინც უნდა იყოს გენერალური დირექტორი. მიმდინარეობს საკანონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. აქაც საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინფორმატორის როლი და არა მხოლოდ ინფორმატორის როლი არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს პლატფორმა დისკუსიების და მსჯელობებისთვის.
ჩემი ძლიერი მხარე არის გამოცდილება, რადგან მე მაქვს გამოცდილება, როგორც მენეჯერული, ასევე წმინდა ჟურნალისტური. ასევე გამოცდილება მაქვს ვიმუშაო ადამიანებთან და მათთან ერთად ვაკეთო საქმე და არა მხოლოდ ფურცლებით ვიმსჯელო“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს წევრები ესაუბრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები